28/01/2015

ჩვენს შესახებ

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება (სემს) დაარსდა 2011 წლის 4 ნოემბერს. ესთეტიკური მედიცინა არის ფართო სფერო, რომელიც მოიცავს დერმატოლოგიას, პლასტიკურ ქირურგიას, ენდოკრინოლოგიას, თერაპიას, ესთეტიკურ სტომატოლოგიას, ყბა-სახის ქირურგიას, რადიოლოგიას და მედიცინის სხვა განხრებს. სწორედ ამიტომ ამ საზოგადოების მიზანია გააერთიანოს მედიცინის სხვადასხვა განხრის ექიმები, ხელი შეუწყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მოაწყოს კონგრესები და კონფერენციები, სადაც მოხდება ექიმების შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხებსა თუ შეცდომებზე, მოიწვიოს უცხოელი ექიმები, მოახდინოს ექიმების ინფორმირება მსოფლიოში ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და კონგრესების შესახებ. სემს-ის საბოლოო და მთავარი მიზანია ესთეტიკური მედიცინის განვითარება საქართველოში.

2012 წლის 24 თებერვალს, UIME-ს (International Union of Aesthetic Medicine) IX ევროპულ კონგრესზე მადრიდში, სემსი ერთხმად მიღებულ იქნა სრულუფლებიან წევრად ორგანიზაციაში (UIME), რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 27 ქვეყნის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებას. პოლონეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი – ა.იგნასიუკი პრეზიდენტი დაინიშნა სემს-ის ნათლიმამად 2 წლის განმავლობაში.

2013 წლის 13 თებერვალს სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ კი კეიპ-თაუნში, არჩეულ იქნა UIME-ს ახალი პრეზიდენტი 3 წლით – რუსეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი – ქ-ნ ო.პანოვა.

UIME-ს წევრი ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ კონგრესებს თავის ქვეყნებში. 2013 წლის 16-17 სექტემბერს საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებამ ჩაატარა I საერთაშორისო კონგრესი საქართველოში. მის მხარდასაჭერად კონგრესს დაესწრნენ და მოხსენებით გამოვიდნენ : UIME-ს პრეზიდენტი – ქ-ნ. ო.პანოვა , ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის პრეზიდენტი – ბ-ნ. მ.დელუნი, უკრაინის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი – ბ-ნ.ვ.ცეპკოლენკო,პოლონეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი – ბ-ნ. ა. იგნასიუკი და აგრეთვე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები.