28/01/2015

AAAM კურსების შესახებ

aaam-logoამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემია (AAAM) საშუალებას აძლევს ლიცენზირებულ ექიმებს გაიფართოვონ მეცნიერული და კლინიკური ინტერესები ესთეტიკური მედიცინის სფეროში. ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის (AAAM) წევრობა და კურსების გავლა შესაძლებელია ყველა ლიცენზირებული ექიმისთვის ,სპეციალიზაციის მიუხედავად: ოჯახის ექიმებს, დერმატოვენეროლოგებს, გინეკოლოგებს, გადაუდებელი მედიცინის ექიმებს, ქირურგებს, სტომატოლოგებს და ა.შ.

ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის (AAAM) მიერ განხორციელებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეშვეობით ხდება შესაძლებელი ესთეტიკური მედიცინის სფეროში კვალიფიციური განათლების მიღება აშშ-ს,აზიის,ავსტრალიის და შუა აზიის ტერიტორიებზე.

ევრაზიაში ანალოგიური კურსის სისტემატიური გავლა შესაძლებელი ხდება საქართველოში,თბილისში .კურსს ატარებენ ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის (AAAM) ლექტორები, რომლებიც არიან მოცემული სფეროს ექსპერტები. ამ კურსის განმავლობაში ესთეტიკური მედიცინის პრაქტიკოსებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ უახლეს საერთაშორისო ტექნიკებს,ტექნოლოგიებს, პრეპარატებსა და პროგრამებს ესთეტიკური მედიცინის სფეროდან.

ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემია (AAAM) არის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებების მსოფლიო გაერთიანების – UIME – ს წევრი. UIME აერთიანებს 27 ქვეყნის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებას და 20 000 წევრს. ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის საბჭოს სასერტიფიკაციო კურსების მეშვეობით , ექიმები იღებენ მრავალმხრივ განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ესთეტიკური მედიცინის სფეროში.


საქართველოს ესთეტიკური მედიცნის ერთერთი მიზანია მოახდინოს ამ სფეროში მოღვაწე ექიმების კვალიფიკაციის დონის ამაღლება და ზოგადად ესთეტიკური მედიცინის განვითარება საქართველოში.

ამ მიზანს ემსახურება ესთეტიკური მედიცნის საზოგადოება „სემს“-ისა და ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის ახალი ერთობლივი პროექტი.

ევრაზიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ხდება შესაძლებელი ლიცენზირებული ექიმისთვის ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის ესთეტიკური მედიცინის კურსის სამივე საფეხურის გავლა.

ეს კურსი საშუალებას აძლევს ექიმს მიიღოს განათლება თეორიული კუთხით, ასევე თავად გახდეს პრაქტიკული კურსის მონაწილე. ლექციებს წაიკითხავენ და პრაქტიკულ მუშაობებს ჩაატარებენ ამ სფეროში მოღვაწე მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები.

კურსის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ, ექიმს გადაეცემა ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის სერთიფიკატი ან დიპლომი.