საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება

ძვირფასო კოლეგებო !

გიწვევთ გაწევრიანდეთ საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებაში
Georgian Society of Aesthetic Medicine

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოება (სემს) დაარსდა 2011 წლის 4 ნოემბერს. სემს არის 27-ე სრულუფლებიანი წევრი მსოფლიო ორგანიზაციის - Union Internationale de Médecine Esthétique (UIME) . ჩვენი საზოგადოება აღიარებულია მრავალი საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ორგანიზაციების მიერ ევროპასა და ამერიკაში. ესთეტიკური მედიცინა არის ფართო სფერო, რომელიც მოიცავს დერმატოლოგიას, პლასტიკურ ქირურგიას, ენდოკრინოლოგიას, თერაპიას, ესთეტიკურ სტომატოლოგიას, ყბა-სახის ქირურგიას, რადიოლოგიას და მედიცინის სხვა განხრებს. სწორედ ამიტომ ამ საზოგადოების მიზანია გააერთიანოს მედიცინის სხვადასხვა განხრის ექიმები, ხელი შეუწყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მოაწყოს კონგრესები და კონფერენციები, სადაც მოხდება ექიმების შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხებსა თუ შეცდომებზე, მოიწვიოს უცხოელი ექიმები, მოახდინოს ექიმების ინფორმირება მსოფლიოში ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და კონგრესების შესახებ. საზოგადოება აერთიანებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს : პლასტიკურ ქირურგებს, დერმატოვენეროლოგებს, კოსმეტიკური პროდუქციის წარმომადგენლებსა და მწარმოებლებს. სემს ატარებს საინფორმაციო სემინარებს, ლექციებსა და კონფერენციებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მისი წევრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილებას. სემს-ის საბოლოო და მთავარი მიზანია ესთეტიკური მედიცინის განვითარება საქართველოში. სემს წევრობა ეს არის: თქვენი სტატუსის ამაღლება კოლეგებს შორის; კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა წამყვანი სპეციალისტებისგან; საქართველოს ესთეტიკური მედიცინის კონგრესებზე ფასდაკლება; მსოფლიოში გამართულ კონგრესებზე ფასდაკლება.

მართვის ორგანო

Uploaded image

ეკატერინე უგრეხელიძე

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი
ექიმი, ქიმიკოსი, დერმატოვენეროლოგი. ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „იუვენტა“-ს დირექტორი. საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი
Uploaded image

მიშელ დელუნი

ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის (the American Academy of Aesthetic Medicine) დამაარსებელი და პრეზიდენტი.
აღიარებული, როგორც ავტორირეტი ესთეტიკურ დერმატოლოგიაში, ექიმი მიშელ დელუნი არის ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის (AAAM) დამაარსებელი, წევრი და პრეზიდენტი.
Uploaded image

ოლგა პანოვა

რუსეთის ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი.
მსოფლიო ორგანიზაცია UIME-ს (UNION INTERNATIONALE DE MÉDECINE ESTHÉTIQUE) საპატიო პრეზიდენტი.
Uploaded image

ალექსანდრე კაციტაძე

საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მოგვწერეთ